ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე, შემყვარებია შენი სახელი, უბრალოდ, ასე... არ მინახიხარ მაგრამ ვიცი ხშირად იცინი, არ გამიგია მაგრამ მიყვარს შენი სიცილი.
|
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს. |
მოდით იმ მეგობარს გაუმარჯოს,პირველ ცრემლს რომ შეამჩნევს,მეორეს დაიჭერს და მესამეს შეაჩერებს! არიან კი ასეთი მეგობრები?კი არიან მაგრამ ცოტა და მათ ძებნა უნდა......მე კი შენ გიპოვნე :*:*:*
****
სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს -ნეტას გაუმარჯოს ყველგან დაფარულს სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს
****
მოდით ამ ჭიქით ხავსმოკიდებულ ეკლესიას, ამ ეკლესიაში დანთებულ სანთელს, ამ სანთლის წინ დაღვრილ ცრემლებს და ამ ცრემლებში განდობილ, საიდუმლოს გაუმარჯოს.
|
თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს, უსარულო ბილიკს და გზას, ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს, ყველა გზა აბნეულ მგზავრს... |
ამ ჭიქით მეგობრობის სადღეგრძელო მინდა შევსვა! დაე, მეგობარი გვინათებდეს გზას, ხელში ლამპარით! დაე, მან მოგვცეს ძალა ამ ცხოვრებაში რომ გავძლოთ! ძალა და ხალისი. |
1. იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს, მასზე გათენებულ ღამეს რომ დაიფიცებ, ბევრჯერ შეეცდები იმის დავიწყებას, მაგრამ ვერ დაივიწყებ. 2. ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომლის სავალი გზაც ჩვეულია, თვითონ სიყვარულში უარყოფილს, სხვიი სიყვარული შეუძლია. 3. ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფიალს, უნაზეს თრთოლვას და უძილობას, მერე შემთხვევით გავარდნილ ტყვიას დ მოულოდნელ ღია სიყვარულს. 4. ეს იმ სანთელს გაუმარჯოს, რომელიც იწვის და მაინც მლოცველს ელოდება. 5. ეს იმ წვიმის წვეთებს გაუმარჯოს, რომელბმაც იციან რომ დაცემისას დაიმსხვრევიან და მაინც ეცემიან. 6. ეს იმ თვალებს გაუმარჯოს! რომელიც შემოგხედავს, თქმით არაფერს არ გეტყვის და წამის მარადიულობას განატრებინებს. 7. ეს იმ თვალებს გაუმარჯოს, ენაზე მეტად რომ მეტყველებენ. 8. ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, რომელსაც ყოველდღე ხედავ და მაინც გენატრება. |
იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შორიდან რომ მაწვალებს, ერთხელაც რომ დავიჭერ და, დავუკოცნი შავ თვალებს. იმ სიყვარულს გაუმარჯოს სულს რომ ეთამაშება, ტუჩ-ბაგეს რომ შეუქებ და, ის კი გეკაპასება. იმ სიყვარულს გაუმარჯოს, შეხვედრა რომ მართლა სურს, ზამთარში რომ სარკმელთან ზის, გულში მალავს გაზაფხულს. იმ სიყვარულს გაუმარჯოს დიდი გრძნობა რომ ჰქვია, ჩუმად მისთვის ბუტბუტებს და იასავით მორცხვია. |
სადღერძელოები სიყვარულზე  ____ ( ყველანი სრულიადში ) |
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს,
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი, |
სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს.. მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი.. მტერიცა გყავდეს,მოყვარეც გყავდეს.. მაგრამ არცერთთან ჭამო სირცხვილი.. სიცოცხლე უნდა სიმღერას ჰგავდეს, ვიდრემცა გულის შეწყდება ფეთქვა და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდე უნდა თქვა მაინც რაც უნდა გეთქვა! სიცოცხლეს გაუმარ... !!! |