შენს სიყვარულში ჩაძირული გზას ვეღარ იკვლევს, იქნებ უშველო, დაეხმარო, დაუდგე გვერდში, ხელი მოჰკიდო, შენთან ახლოს რომ მიიყვანო, და მძლავრად, გრძნობით რომ მიიკრა შენს სათუთ მკერდში.
ახლა ყველაზე მეტად ერთის რომ ეშინია ეს არის გრძნობა, რომ დაგკარგოს, გაგაცამტვეროს, ხანდახან სევდით მოზღვავებულს უნდა რომ ლექსში გადაიტანოს ეს ტკივილი, კალმით აღწეროს.
შენშია მისთვის ყველაფერი მარადიული, შენა ხარ მისთვის ერთადერთი იმედი მხსნელი, როცა მას ყველა მიატოვებს იცის რომ მუდამ გვერდში დამცველად მიუყვება დიადი ღმერთი.
თვალზე ცრემლები რომ ჩამოსდის ეს შენ გეძღვნება, შენთვის სცემს გული საარსებოდ, შენთვის იბრძოლებს, იცის ვერასდროს ვერ დაგთმობს და შენზე ფიქრები სამარადისოდ ოცნებებში გადაიყოლებს.
ხშირად სიზმარში მოვა მცივანს დაგხურებს საბანს, მოვა ხელებით მოგეხვევა, მოგეფერება, ჩუმად საწოლთან მოგიჯდება, ჩაგიჩურჩულებს, სიყვარულს გეტყვის, თბილად, ნაზად მოგემღერება. |