ალბათ ყველა გაგაგიჟეთ....

3
 (ხმის მიცემა: 1)
ალბათ ყველა გაგაგიჟეთ,შეგაჩვიეთ ბინძურ სტროფებს,
არ გეგონოთ ლექსის წერა სიბერეშიც დავაპირო
ვინ გამიგებს რომ მომავალს მხოლოდ წლების ცვეთა მოსდევს
და დღეს უკვე მე გულს მირევს ოცნებების სანაპირო.

ალბათ ყველა შეგაშფოთეთ,მოგონებებს ზღუდავს სივრცე
ირგვლივ მხოლოდ დარდები და მწუხარება მახვევია,
დროის მძიმე ჟამთასვლაში მინდა მუზის ხოტბად ვიქცე
მონატრების იმ ფურცლიდან ახლა მხოლოდ ნახევია.

ალბათ ყველას შეგიყვარდით,ალბათ ყველამ შემიძულეთ
ლოცვით დაღლილს ბედისწერა საფრთხეს მიქმნის
თქვენ მტირალა ტირიფებო ერთი თხოვნა შემისრულეთ
ტროტუარზე დაგდებული მჭვალავს ფიქრი.

ალბათ ყველა მომიგონებთ,იქნებ სულაც დამივიწყოთ
დღეს ცოცხალი და ხვალ უკვე გარდაცვლილი
ოღონდ ახლა სიბრალული არ დამიწყოთ
როგორ მიყვარს წვიმა მზეში გადაცვლილი.

ალბათ ყველა გაგაგიჟეთ,შეგაჩვიეთ ბინძურ სტროფებს,
არ გეგონოთ ლექსის წერა სიბერეშიც დავაპირო
ვინ გამიგებს რომ მომავალს მხოლოდ წლების ცვეთა მოსდევს
და დღეს უკვე მე გულს მირევს ოცნებების სანაპირო.
მთავარი

კატეგორია: leqsebi

თქვენ ხართ შემოსული როგორც სტუმარი, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან შეხვიდეთ თქვენი ნიკით.

სახელი: ალბათ ყველა გაგაგიჟეთ....

კომენტარი: 3

dkfooriaudkfooriau
22 თებერვალი 2012 20:14
ana1999ana1999
23 თებერვალი 2012 13:52
contactcontact
24 თებერვალი 2012 15:11

კომენტარის დამატება

სახელი:*
E-Mail:
კომენტარი:
კითხვა:
2+2=?
პასუხი:*
კოდი: *

Facebook--LiKe

გამოკითხვა

რომელი კატეგორია მოგწონთ?

ლექსები
ჩანახატები
სურათები
სტატუსები
ისტორიები
გამოცანები
რჩევები
Fashion
ყველა კატეგორია მომწონს
შედეგი

რეკლამა

რეკლამა

მეგობრები